დღეს, ოზურგეთში გურამიშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „ოზურგეთი პლაზა “ გაიხსნა.
ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე, ჟურნალისტებს მიესალმა ოზურგეთის ყოფილი მერი, ბიზნესმენი ბეგლარ სიორიძე. მან ყველას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის, განაცხადა, რომ მას შემდეგ , რაც საჯარო სამსახურში აღარ არის, გადაინაცვლა კერძო სტრუქუტურაში და სურს ამ კუთხით განაგრძოს მუშაობა.
_ დამფუძნებელი არის ჩემი მეუღლე, ლელა თოიძე. ჩვენ დავიწყეთ ეს საქმე. ძალიან მიყვარს ოზურგეთი და ყველას, ვისაც სურს, ოზურგეთის სიყვარულში შევეჯიბრები, _ თქვა მან და სტუმრები ახლად გახსნილ სასტუმროში მიიპატიჟა.
სასტუმროს გახსნის სომბოლური ჟესტი, ლენტის გაჭრა წილად ხვდა ლელა თოიძეს, გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას.
სასტუმრო „ოზურგეთი პლაზა“ ოთხვარსკვლავიანია. ის ხვალიდანვე შეუდგება მუშაობას, .გათვლილია 44 ადამიანზე. აქვეა საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 120 ადამიანზეა გათვლილი.
სასტუმრო ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აქ მოემსახურებიან როგორც ტურისტებს, ისე ნებისმიერ სტუმარს. ასევე სრული შესაძლებლობა იქნება და ყველანაირი კომფორტი ტრენინგებისა თუ კონფერენციების ჩასატარებლად.