პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს. როგორც ზურაბიშვილი ამბობს ეს ამბავი მას ბიძაშვილმა უამბო:
“გურიაში ვარ, სოფელში, სტუმრად. ვადღეგრძელებთ მასპინძელს, 80 წლის ჭარმაგ მოხუცს. ვეუბნები, სულ არ გეტყობათ ასაკი, ისე კარგად გამოიყურებითო და ის რას მპასუხობს?
– ცუდად რაც გამოიყურება, იი არ მიჩანს!”