სად უნდა წახვიდეთ დასალევად მსოფლიოს უძველეს ღვინის მწარმოებელ ქვეყნის დედაქალაქში_ ამ სათაურით აქვეყნებს Forbes თბილისის ტოპ ღვინის ბარების შესახებ სტატიას.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართველები ღვინით ამაყობენ, რასაც უმეტესად მცირე მწარმოებლები ქმნიან ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისგან და ამზადებენ მიწისქვეშა თიხის ჭურჭელში, რასაც ქვევრს უწოდებენ.
მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მოხვდა შემდეგ ბარები: “ჯი.ვინო,” “ვინო ანდერგრაუნდი,” „ჭაჭის კუთხე“, „ღვინის ქარხანა N1“, “დადი ბარი,” “ცანგალას ღვინის მაღაზია,” “აზარფეშა”.