ევროსაბჭო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მიერ უვადო მოსამართლეების დამტკიცებას ეხმაურება და ქვეყნის მიმართ იმედგაცრუებას გამოთქვამს.
„სექტემბერში ვიზიტის დროს გამოვხატეთ სერიოზული შეშფოთება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა გაუმჭირვალე და არასათანადო შერჩევის პროცესის შესახებ.
იმ დროს ჩვენ გამოვთქვით მოლოდინი რომ პარლამენტი პროცესში არსებულ ნაკლოვანებებს გამოასწორებდა, მათ შორის მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობით დანიშვნას, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად.
ახლა კი ვხედავთ, რომ პარლამენტმა 19 კანდიდატიდან 14 სათანადო დასაბუთების გარეშე დაამტკიცა, მათ შორის იმ პირები, რომლებმაც შერჩევის დროს არ აჩვენეს, რომ მათ აქვთ იურიდიული ცოდნა და დამოუკიდებლობა პოზიციის დასაკავებლად. ეს იმედის გაცრუებას იწვევს“,_ წერია ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროსაბჭოს განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ მომავალი წლიდან საქართველოში დამკვირვებლები რეგულარულად ჩამოვლენ.
განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ საჭიროა სწრაფი ზომების მიღება სასამართლო სისტემისა და დამოუკიდებელი სასამარლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის აღსადგენად.