გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული “მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანის ბაგა-ბაღის აღმზრდელმა ნათია თავაძემ გაიმარჯვა.
დაჯილდოება დღეს თბილისში , სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა , სადაც სქართველოს მასშტაბით 10 საუკეთესო ფინალისტი იყო წარმოდგენილი. თითოეულ მათგანს კონკურსის ფარგლებში ურთულესი აპლიკაცია ქონდათ შესავსები, რომელშიც უნდა აესახათ მის მიერ განხორციელებული გარემოს დაცვითი აქტივობები. როგორც გაირკვა, ნათიამ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე კარგი შედეგი დადო. მას ჯილდოდ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისგან პორტალური კომპიუტერეი გადაეცა, ასევე ნათია სხვადასხვა კომპანიების რჩეულიც გახდა.
ცნობისთვის, ფინალში ხუთი აღმზრდელი დასავლეთიდან და ხუთი ფინალისტი აღმოსავლეთ საქართველოდან იყო შერჩეული, აქედან ოზურგეთის #9 საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ჟანა გორდელაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანის აღმზრდელი ნათია თავაძე.