რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვასილ გერასიმოვი ამბობს, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამხედრო აქტივობები მატულობს პოლონეთში, შავ და ბალტიის ზღვებში. ამასთან, ბლოკის სამხედრო სწავლებების ინტენსიურობაც იზრდება, ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში სარაკეტო თავდაცვის სისტემის განლაგებას აგრძელებს, რაც მიანიშნებს, რომ ნატო სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადება და ფართომასშტაბიანი ომი შეიძლება დაიწყოს.
გერასიმოვი ასევე აღნიშნავს, რომ ალიანსი ცდილობს გაამყაროს თეზისი რუსეთის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხესთან დაკავშირებით და რუსეთის ქმედებებს, რომლის მიზანიც უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, საფრთხედ განიხილავს. ქვეყნებზე (მათ შორის რუსეთზეც), რომლებიც დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობენ, უპრეცედენტო პოლიტიკური, ეკონომიკური და ინფორმაციული ზეწოლა ხორციელდება.
გერასიმოვის თქმითვე, რუსეთს აქვს იმხელა პოტენციალი, რაც აუცილებელია რუსეთის მიმართ აგრესიის გამოვლენის მოსაგერიებლად.