საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ჩატარებულ, ვახტანგ ქარსელაძის მემორიალში, 10-12 წლის ვაჟთა შორის, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ, თენგო თოიძემ გაიმარჯვა.
ის ათი წლისაა, თუმცა, მან ორ ასაკობრივ ჯგუფში მიიღო მონაწილეობა და ორივეგან პირველი ადგილი დაიმსახურა. 14 თამაშიდან 14 ქულა აიღო! საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ თენგო თოიძეს საპატიო სიგელები გადასცა.
„გურია ნიუსი“ ულოცავს თენგო თოიძეს ორმაგ გამარჯვებას და კვლავ წარმატებებს უსურვებს.