თბილისში, სამოქალაქო მოძრაობა “გაბედემ” თავისუფლების მოედანზე განთავსებულ საახალწლო წარწერას: “ისტორიებით სავსე ქალაქი” გლოვის ნიშნად შავი ლენტა შემოარტყა და ანაბეჭდებიც დატოვა.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოსწავლე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან გადმოხტა, რადგან საგამოძიებო უწყებაში დაკითხვის დროს მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს.