ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც „ჯოჯოხეთის სანქციების“ სახელით არის ცნობილი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
კანონპროექტი სენატში 17 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღეს. 5-ვე “არა” კანონის დამტკიცებაზე რესპუბლიკელებს ეკუთვნით.
ვიდრე კანონმდებლობას პრეზიდენტთან ხელმოსაწერად გაგზავნიან დოკუმენტმა კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.
„თუ ეს კანონპროექტი გახდება კანონი, ეს იქნება კონგრესის უძლიერესი განაცხადი, რომ ჩვენ დავიღალეთ იმ განხეთქილებისგან, აგრესიისგან, რასაც პუტინი მთელ მსოფლიოში თესავს და საფრთხეს უქმნის მის მეზობლად მდებარე ქვეყნებს“,_ განაცხადა სენატორმა გრაჰამმა.
სანქციების სამიზნეს წარმოადგენს: რუსული ბანკები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საგარეო არჩევნებში ჩარევის ძალისხმევას, კიბერსექტორი, ასევე, რუსეთის ნავთობი და გაზის სექტორი.