15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალგაზრდებმა ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრში აქცია გამართეს სლოგანით _ „ბოდიში ლუკა“.
აქციის მონაწილეებმა ბანერი გაშალეს, ქალაქის ცენტრში აღმართულ ჯვართან სანთლები აანთეს და მდუმარედ გამოხატეს პროტესტი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გარდაცვალების გამო. მათი თქმით, ლუკა სირაძე სისტემის მსხვერპლია და ეს სისტემა უნდა დაინგრეს.
ახალგაზრდების აქციას „გირჩისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთელი წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქ იყო სკოლის პედაგოგი სოსო კვაჭაძეც.
ახალგაზრდების ამ შეკრებას პოლიციის საკმაო რაოდენობა ადევნებდა თვალს.
„მივესალმები ახალგაზრდების აქტიურობას. ეს სისტემა საბჭოთა გადმონაშთია და ჩვენ მასზე უარი უნდა ვთქვათ. ეს არ არის ხელისუფლების დაცვაზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც უსამართლობას ემსახურება, დასაშლელია და ეს პატარა აქციაც ამას ემსახურება“, _ აღნიშნა გაერთიანება „გირჩის“ ლანჩხუთელმა წარმომადგენელმა ვახტანგ ზენაიშვილმა.