საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა.
„იმედი მაქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს გუშინ და მაღალპროფესიონალური დახმარება აღმოუჩინეს ბატონ ცოტნეს.
დაწყებულია გამოძიება, სამართალდამცველების მხრიდან ფაქტებთან დაკავშირებით ძალიან სწრაფი რეაგირება იყო. როდესაც ყველა გარემოება იქნება შესწავლილი, უკვე გამოძიება გასცემს კითხვებზე პასუხს“ ,_ განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი გუშინ საღამოს დაჭრეს. მას გულ-მკერდისა და თავის არეში აქვს ჭრილობები. ჩაუტარდა 2 ნეირო-ქირურგიული ოპერაცია და ექიმების თქმით, მომდევნო რამდენიმე დღე კრიტიკულია.