ცოტა ხნის წინ ინგლისურმა ჟურნალმა Daily Telegraph გამოაქვეყნა ახალი გამოკითხვა, რომელიც ქალის და მამაკაცის ურთიერთობას ეხება.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ მამაკაცებს ყველაზე მეტად „აცოფებთ“ ქალების ჩვევა პრობლემის არსებობის მიუხედავად შეკითხვას ყოველთვის უპასუხონ, „ყველაფერი კარგად მიდის, კარგად ვარ“.
ამას გარდა მამაკაცებს აღიზიანებთ, როცა მათი მეუღლეები და მეგობარი-გოგონები ძალიან ბევრს ლაყბობენ, მუდმივად ეკითხებიან – რაზე ფიქრობ? კამათში იმარჯვებენ ცრემლების გამოყენებით, არასდროს იხდიან ბოდიშს და არ აღიარებენ, რომ მართალი არ იყვნენ.
ამავე დროს კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცთან ცხოვრებაც საკმაოდ რთულია. ქალების მესამედს აღიზიანებს, რომ მათი პარტნიორები არ ითვალისწინებენ ქალბატონების ნათქვამს. კიდევ 20 % აცხადებს, რომ ყველაზე აუტანელია, როცა მამაკაცები უნიტაზს არ რეცხავენ, ტოვებენ გაპარსვის შემდეგ თმას ნიჟარაში და მოჭრილ ფრჩხილებს ნაგავში არ ყრიან.
გამოკითხვაში მონაწილე ქალების 50%-ს აღიზიანებს მამაკაცების მეგობრები. ასევე ისინი წყობიდან გამოყავს მამაკაცების მიერ ტელევიზორის პულტზე მონოპოლიის მოპოვებას.
როგორც გამოკვლევის ავტორები აცხადებენ, 21-ე საუკუნეში მამაკაცებისა და ქალების ურთიერთგაღიზიანების მიზეზები არ იცვლება მიუხედავად იმისა, რომ თითქოს თანამედროვე მამაკაცი პარტნიორის ინტერესებს თავისაზე მაღლა აყენებს.
„ჩვენმა კვლევამ დაადასტურა, რომ მეტროსექსუალობის მიუხედავად, მამაკაცებს ისევე შეუძლიათ ქალების გაღიზიანება, როგორც ადრე, მაგრამ არც ქალები არიან „ანგელოზები“.