ფეისბუქმომხმარებელი, გრინ ბარეტი, სოციალურ ქსელში „კვირის პოზიტივის“ სათაურით ასეთ პოსტს აქვეყნებს:
“ჩოხატაურის ბაზარში ნაზიბროლა წეროძე გულდასმით არჩევს ვაშლს, მარა არ აქვს აშკარად ,,ტავარნი ვიდი” და ამრეზით ატრიალებს ხელში სათითაოდ. ხანშიშესულმა გამყიდველმა ერთხანს უყურა და ვეღარ მოითმინა:
– აი, ბიძია, პაწა შოუხედავია, თვარა რომ გასინჯავ, პირს ვერ გუუშობ მერეო.
– მე, ბიძია, შოუხედავი რომ ვარ, იმიზა დევეთრევი გუუთხუარი, თვარა რომ გევესინჯე ვინმეს, იქნება ლოგინიდან არ გამევეშვი მერეო! – მიუგო ნაზიბროლამ და ცხვირაბზუებული გაეცალა იქაურობას.”