_რაღა დროს სტალინია მეთქი, მაგრამ რამდენიმე ფოტო გააზიარეს ფბ მეგობრებმა მისი დაბადების დღის აღსანიშნავად და იძულებული გავხდი შეგახსენოთ, ადრეც დამიწერია, არაა 21 დეკემბერი მაგ კაცის დაბადების დღე და არც 1879 წელია კიდევ, _ წერს ბლოგერი ზურაბ თოიძე თავის ფეისბუქგვერდზე _ როგორც ცნობილია, 1879 წლის 21 დეკემბერი სტალინის დაბადების დღედ ოფიციალურად პირველად გაზეთ ,, პრავდაში ,“ 1929 წელს დაფიქსირდა, მის 50 წლისთავთან დაკავშირებით.
მანამდე, 1920 – ში შვედურ სოციალ – დემოკრატიულ გაზეთს ინტერვიუ მისცა, 1878 წელში დავიბადეო, მოგვიანებით გორის უსპენსკის ეკლესიის ჩანაწერი აღმოაჩინეს, ბესარიონ ივანიჩ და ეკატერინა გავრილოვნა ჯუღაშვილების, 1878 წლის 6 დეკემბერს დაბადებული ვაჟი იოსები მოინათლა 17 დეკემბერს, ჩვენს ეკლესიაშიო. კიდევ უფრო გვიან , 1894 წელში გორის სასულიერო სასწავლებლის მოწმობაც ინახა, 1878 წლის 6 დეკემბერს დაბადებულმა იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილმა სასწავლებლის სრული კურსი დაამთავრაო. ასევე არსებობს სანკტ – პეტერბურგის საგუბერნიო ჟანდარმერიის სამმართველოს 1911 წლის უწყება, სადაც აღნიშნულია, 1878 წლის 6 დეკემბერს დაბადებული იოსებ ჯუღაშვილი პოლიტიკურად არასაიმედო პიროვნებააო.
ასეა ეს, 1878 წლის 6 დეკემბერს ძველი სტილით , ანუ ახალი სტილით 18 დეკემბერსაა დაბადებული ეგ კაცი და თუ მანდამაინც, 18 – ში მიულოცეთ ხოლმე, ვისაც უყვარს და არ ეთმობა.
ოოო , რატომ ჰქონდა შეცვლილი დაბადების თარიღი ? მაგაზე ბევრი ვერსია არსებობს, ზოგმა ჯარს ემალებოდაო, ზოგმა კონსპირაციის მიზნითო, გეიგებ ? და რა ქონდა სტალინს ორდინარული, ჩვეულებრივი და ნორმალური, მეტრიკა რომ ჰქონოდა, გადამრევთ თქვენ ?! მოკლედ, არა 1879 წლის 21 დეკემბერი , არამედ 1878 წლის 18 დეკემბერი. უუუფ !!!
. P.S. ხო, ამ ერთმა რა ქნა და ის ორი ძმა რომ არ გარდაცვლოდა ბავშვობაში, იგენი რას იზამდნენ კიდე, ხომ კაცმა არ იცის ?!