Google-მა და Apple-მა არაბთა გაერთიანებული საემიროების მესენჯერ აპლიკაცია, To Tok წაშალა.
როგორც NYTIMES იუწყება, ის უფლებას აძლევდა ჯაშუშებს ჰქონოდათ წვდომა მოქალაქეების საუბრებზე, ფოტოებზე და სხვა მსგავს პირად მონაცემებზე.
To Tok -ის განცხადებით, მალე დაბრუნდება.
მიუხედავად იმისა, რომ To Tok სულ რამდენიმე თვის შექმნილია, სხვადასხვა ქვეყნებში პოპულარობით სარგებლობს.
შესაძლო კიბერდანაშაულის გამო FBI გამოძიებას აწარმოებს.