რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შემდეგ ბერლინში მოკლულ ხანგოშვილს ტერორისტობასა და კრიმინალში ჩეჩნეთის ლიდერი, კადიროვიც ადანაშაულებს.
„საერთოდ არ მინდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. ის თვითონ იმათმა მოკლეს, როცა საჭირო აღარ იყო. ეს მათი შიდა გარჩევებია. ის საქართველოს მოქალაქე იყო და არა ჩვენი. ტერორისტი და კრიმინალი. თუ მოკლეს, ერთი ტერორისტით ნაკლები დარჩა. თუ ჩვენ ვართ ჩართულები, დაამტკიცონ, არა სიტყვით არამედ საქმით,“_ განაცხადა კადიროვმა.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს.
რუსეთი მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.