მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბალდის მთებში ხანძარია, ცეცხლი ეკალ-ბარდებსა და ტყის ქვედა საფარს უკიდია, რომელიც, გუშინ ღამე გაჩნდა.
ტერიტორია სახანძრო მანქანებისთვის მიუდგომელია, ამიტომ მეხანძრე-მაშველებმა ადგილობრივების დახმარებით სრულყოფილად ვერ ჩაატარეს სალიკვიდაციო სამუშაოები.
სავარაუდოდ, ცეცხლი მთის ფერდობზე მიტოვებული ჩაის პლანტაციებიდან გავრცელდა, სადაც მოსახლეობამ ქარიანი ამინდის მიუხედავად ცეცხლი მაინც დაანთო.
ადგილობრივების თქმით, ამ დროისთვის დამწვარია მხოლოდ მთის ფერდობი, ცეცხლის ლოკალიზება დროულად თუ ვერ მოხერხდა არსებობს საშიშროება, რომ ცეცხლი ტყის მასივზეც გავრცელდეს.
სოფელ ბალდაში ცეცხლის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.