ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თევზის სუნი ქაფშიის გადამუშავების სეზონზე ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ვრცელდება. მათი თქმით, აღნიშნული პრობლემა წლებია აწუხებთ.
დემონსტრანტები ხელისუფლებას სათანადო ზომების მიღებას სთხოვენ. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.
ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი საწარმო ფუნქციონირებს. ქარხნების ხელმძღვანელების მტკიცებით, ყველა საწარმო შესაბამისი ფილტრით არის აღჭურვილი. ოთხივე კომპანია ფლობს თევზჭერის ლიცენზიას, რომელთა მოქმედების ვადაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2026 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა.
წყარო:იმედინიუსი