ბურკინა ფასოში 2 დღიანი გლოვა გამოცხადდა.
როგორც BBC იუწყება, ისლამისტი ამბოხებულები სამხედრო საგუშაგოებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, როგორც სამხედროები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები. დაღუპულებს შორის არიან ქალებიც.
ბრძოლა უსაფრთხოების ძალებსა და “ბოევიკებს” შორის რამდენიმე წელია მიმდინარეობს.