მამაკაცები დედამიწის ზურგიდან გაქრებიან. 125 000 წლის შემდეგ დედამიწაზე სრულიად გაქრებიან ძლიერი სქესის წარმომადგენლები.
პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან ბრაიან საიკსი თვლის, რომ Y- ქრომოსომები თაობიდან თაობამდე ფუჭდება და მალე სრულიად გაუჩინარდება. ეს ქრომოსომები გადადის მამიდან ვაჟზე და ეს სწორედ ის ქრომოსომებია, რომელიც შვილს აქცევს ვაჟად.
სხვა ქრომოსომებისგან განსხვავებით Y- ქრომოსომებს არ შეუძლიათ თავისი თავის აღდგენა და ამიტომ 125 000 წლის შემდეგ სრულიად გაქრებიან.
“ყოველი ახალი თაობის 1% მამაკაცებისა განიცდის მუტაციას, რაც ამცირებს მის უნარს განაყოფიერებისა 10%-მდე”, – ამტკიცებს პროფესორი ბრაიან საიკსი.
თუ ეს ასევე გაგრძელდება თაობიდან თაობამდე ადრე თუ გვიან Y- ქრომოსომები აღარ დარჩება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბუნების დაბინძურება, ალკოჰოლური სასმელების მომხმარებლების ზრდა და ყოველდღიური სტრესის ქვეშ ყოფნა უფრო მეტად აჩქარებს ამ ქრომოსომების გაქრობას.
გამოცემა ABC-ის ჟურნალისტებმა დაიანგარიშეს. თუ მამაკაცები გაქრებიან დედამიწის ზურგიდან, პატიმრების რაოდენობა შემცირდება ამერიკის ციხეებში დაახლოებით 97%-ით, ხოლო სიკვდილიანობა გზებზე შემცირდება 70%-ით.