ავსტრალიაში ტყის ხანძრების მიუხედავად, სიდნეიში ცნობილი საახალწლო ღონისძიება მაინც გაიმართება. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა.
Deutsche Welle ინფორმაციით, მორისონმა განაცხადა, რომ მოხალისე მეხანძრეების ნაწილი, რომელიც ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობს, ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს.
“იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც ვართ, უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით, არ შემიძლია უკეთესი დრო წარმოვიდგინო, რომ მსოფლიოს ვუთხრათ, თუ რაოდენ ოპტიმისტური და პოზიტიურია ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა სკოტ მორისონმა.
ქალაქ სიდნეის საკრებულომ საახალწლო ფეიერვერკისთვის 4.19 მილიონი დოლარი გამოყო, მაგრამ ღონისძიება უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, შესაძლოა გაუქმდეს.
29 დეკემბერს ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძრების შედეგად დაიწვა მილიონობით ჰექტარი მიწა და ათასზე მეტი სახლი განადგურდა, სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა. Deutsche Welle -ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ავსტრალიაში 100-ზე მეტი ხანძრის კერაა.