1 იანვარს შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში პირველი ახალშობილი მოევლინა ქვეყანას. ექიმების თქმით, დედა, თამთა კაჭარავა გართულებული მდგომარეობით შეიყვანეს სამედიცინო ცენტრში.
“გვყავს ძალიან კარგი და ჯანმრთელი ახალშობილი. დედა, თამთა კაჭარავა რომ შემოიყვანეს, გვქონდა ძალიან რთული სიტუაცია. რის გამოც ჩატარდა სასწრაფო საკეისრო კვეთა. დაიბადა ჯანმრთელი ახალშობილი წონით 3კილო და 600 გრამი, სიგრძით 52 სანტიმეტრი. ამ დროისთვის დედისა და ახალშობილის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” კომენტარში მორიგე ექიმი, ლალი ფახურიძე.