საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილმა მამა გიორგი (მამალაძე) არ შეიწყალა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მედიასთან უკვე გააკეთა კომენტარი მამა გიორგი მამალაძის მამამ _ ავთანდილ მამალაძემ.
“პრეზიდენტმა ვერ გაუძლო ზეწოლას, რომელსაც განიცდის საპატრიარქოსგან და მთავრობისგან…
სინოდი არაფერს წარმოადგენს _ დადგეს სპექტაკლი, რომ მოითხოვდნენ შეწყალებას და შემდეგ მოხდებოდა ზეწოლა, რომ არ შეეწყალებინა.
ჯერ ვერაფერს გეტყვით, რა უნდა ვქნათ _ პროტესტი გაგრძელდება. დეკანოზის მდგომარეობა მძიმეა _ მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ის სიმართლეს ვერ დაამტკიცებს. მართალი ადამიანი როგორ შეიძლება ასე გამოკეტილი ყავდეთ?!“ _ ამბობს ავთანდილ მამალაძე.