დღეს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრების სიაში ვერ მოხვდა ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე. მიზეზებზე სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. სადაც აღნიშნა, რომ სახელმწიფო და ეკლესია განუყოფელია. პრეზიდენტის ამ განცხადებას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ბერძენიშვილის თქმით, ზურაბიშვილმა პატრიარქისა და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილება გაახმოვანა.
“სახელმწიფო და ეკლესია განუყოფელიაო, ამ უვიცმა. კონსტიტუცია წაიკითხე, შე კრეტინო!
პრეზიდენტად დანიშნული სამარცხვინო ადამიანი!
ბიძინას და ილია მეორის ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ დაავადებული დეკანოზი მამალაძე დაეტოვებინათ საპატიმროში, ახლა გაახმოვანა მათმა ერთობლივმა ქვეშევრდომმა, _ დაწერა დავით ბერძენიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.