ვერძი – ყველაზე რთული თვე თქვენთვის ივლისი იქნება. გელოდებათ რთული გამოწვევები და დაგჭირდებათ მაქსიმალური კონცენტრაცია იმისთვის, რომ სირთულეებს თავი გაართვათ. ეს არის მერკურის რეტროგრადირების პერიოდი, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. გაიზრდება კონფლიქტები და ცხოვრების ყველა ასპექტში წინააღმდეგობების გადალახვა მოგიწევთ.
კურო – ყველაზე რთული თვე თქვენთვის დეკემბერი იქნება. გადაწყვეტილებებს ემოციურ ფონზე მიიღებთ და სწორედ ამიტომ შეგექმნებათ პრობლემები. გაგიჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთობა და კონფლიქტები იჩენს თავს. სამსახურშიც გამოწვევები გელით.
ტყუპები – ყველაზე დიდი სირთულეები თებერვალში გელოდებათ. შეგაწუხებთ შფოთვა და გაგიჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება. სხვადასხვა საკითხებზე არ გექნებათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოსაზრება და ამიტომაც, პრობლემები შეგექმნებათ.
კირჩხიბი – ელოდეთ სირთულეებს მარტში. ყველაზე დიდი გამოწვევა რომანტიკულ ურთიერთობებში გექნებათ. გაგიჭირდებათ საყვარელ ადამიანთან მყარი კავშირის შენარჩუნება. გირჩევთ, რომ მარტში სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებით რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და აპრილში ყველაფერი თავისით დალაგდება.
ლომი – რთული თვე იქნება ივლისი. მოსალოდნელია, რომ აღმოჩნდებით სტრესულ სიტუაციაში და ამის გამო შფოთვა და დეპრესია შეგაწუხებთ. დაქვეითდება თქვენი თვითშეფასების ხარისხი, ჩვეული თავდაჯერებულობა სადღაც გაქრება და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგეპარებათ.
ქალწული – თქვენთვის რთული თვე იქნება მარტი. იქნებით ემოციურები და გაგიჭირდებათ საკუთარი მოქმედებების კონტროლი. მცირე პრობლემის წარმოქმნის დროსაც კი ემოციებს ვერ გააკონტროლებთ, რაც თქვენს პრობლემებს კიდევ უფრო მეტად გაართულებს.
სასწორი – ელოდეთ სირთულეებს თებერვალში. მოსალოდნელია ფინანსური არასტაბილურობა. ყოველივე კი განწყობაზე უარყოფითად აისახება. გაგიჭირდებათ გამოსავლის პოვნა.
მორიელი – რთული იქნება ივლისი. როგორც ზოგიერთი სხვა ზოდიაქოს ნიშნისთვის, თქვენთვისაც ივლისი იქნება პრობლემების მომტანი. გაგიჭირდებათ ადამიანებთან კომუნიკაცია და საერთო ენის გამონახვა.
მშვილდოსანი – ელოდეთ პრობლემებს აპრილში. აღსანიშნავია, რომ 2019 წელი თქვენთვის წარმატების წელია და ზოგადად, სირთულეები არ არის მოსალოდნელი, მაგრამ შედარებით რთული იქნება აპრილი, თუმცა მოუგვარებელი არაფერი იქნება. ყველაფრის მოაგვარებას მარტივად შეძლებთ. გირჩევთ, რომ აპრილში განსაკუთრებით ფინანსებს გაუფრთხილდეთ და ფული უსარგებლოდ არ დახარჯოთ.
თხის რქა – მარტია თქვენთვის სირთულეების მომტანი თვე. პრობლემები გელოდებათ ურთიერთობების კუთხით. გაგიჭირდებათ ადამიანებთან სხვადასხვა საკიხებზე კონსესუსის მიღწევა, რაც კონფლიქტებს წარმოშობს. ეცადეთ, უფრო ეფექტურად მართოთ ემოციები.
მერწყული – ელოდეთ სირთულეებს ივლისში. სასიყვარულო ურთიერთობაში შეგექმნებათ პრობლემები. საყვარელ ადამიანთან საერთო ენას ვეღარ იპოვნით. შესაძლოა დაშორების გადაწყვეტილებაც კი მიიღოთ. ამიტომ, უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ.
თევზები – ყველაზე მეტი პრობლემა მარტში გელოდებათ. სირთულეები მოსალოდნელი ფინანსური კუთხით, რის გამოც იძულებულები იქნებით ბევრ რამეზე უარი თქვათ და ამის გამო დეპრესია გელოდებათ. მაგრამ არ მოიწყინოთ და იყავით მომთმენები.