ირანს არ სურს “შავი ყუთი,” რომელიც “უკრაინის ავიახაზების” კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ იპოვეს, აშშ-ში “ბოინგს” გადასცეს, _ ამის შესახებ ინფორმაციას ჩNN ავრცელებს.
ირანის სამოქალაქო ავიაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალი აბედზადე აცხადებს, რომ საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად “შავი ყუთის” ინფორმაციის ანალიზი უნდა მოხდეს იმ ქვეყანაში, სადაც ავიაკატასტროფა მოხდა, თუმცა, მისივე თქმით, პროცესში უკრაინელი გამომძიებლებიც უნდა ჩაერთონ. ამის შესახებ მან ირანულ საინფორმაციო სააგენტოსთან Mეჰრ საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ არ გადავცემთ “შავ ყუთს” თვითმფრინავის მწარმოებელს ამერიკაში,” -განაცხადა მან.
აბედზადეს ინფორმაციით, ინციდენტამდე მფრინავს დისპეტჩერებისთვის პრობლემების შესახებ არ უცნობებია და ამბობს, რომ კატასტროფის მიზეზებზე საუბარი “შავი ყუთის” შესწავლამდე შეუძლებელია.