ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„პრეზიდენტ ტრამპის განცხადება სტრატეგიულად სწორი გზაა. დასკვნები საქართველოსთვის ჩვენს რეგიონში მიმდინარე კრიზისებიდან.
1. რუსეთი,თურქეთი,ირანი თავიაანთი სატელიტი აზერბაიჯანითა და სომხეთით არიან არა მარტო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიული არამედ დღევანდელი და სამომავლო მტრებიც.
2. ამ სახელმწიფოთა იმპერიული ამბიციების დასუსტება გარანტიაა ქართული სახელმწიფოს არსებობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის.
3. ერთადერთი მოკავშირე, რომლის სიძლიერეზეც დგას დღეს ქართული სახელმწიფოებრიობა არის ამერიკის შეერთებული შტატები. ევროპა პირველივე ხელსაყრელ ვითარებაში ტრადიციულად მიგვაყიდის. დასკვნები თქვენთვის მომინდია,“_ წერს ნათელაშვილი.