2019 წლის დეკემბერში GAHP-ის (გლობალური ალიანსი ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ) მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა. სადაც 100 000 ადამიანიდან 140-ის სიკვდილი ჰაერის დაბინძურებით არის განპირობებული.
სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია. დაბინძურებით განპირობებული სიკვდილიანობით ქვეყნებიდან პირველ ადგილზე ინდოეთია.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში დაბინძურებას ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტი ადამიანი ეწირება.
GAHP-ას მოხსენება მეტწილად ეყრდნობა მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის (WHO) და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და გაზომვის ინსტიტუტის (IHME) მონაცემებს.