„მეტალიკა“ ავსტრალიელ მეხანძრეებს 750 000 დოლარს ურიცხავს. ამის შესახებ ინფორმაცია „ მუსიკალურმა ჯგუფმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, თანხა სახანძრო სამსახურს საქველმოქმედო ფონდ Within My Hands-ის მეშვეობით გადაერიცხება.
როგორც ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი თავს შეძრწუნებულად გრძნობენ.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ტყის ხანძარს ადამიანები და ცხოველები ემსხვერპლნენ.