„ცრუობენ, რომ ჩვენი მტერი ამერიკაა, მტრები აქ არიან“_ ირანში მეორე დღეა ლიდერების გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საზოგადოების პროტესტი ირანის ხელისუფლების მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებამ გამოიწვია.
თვითმფრინავი რომელიც თეირანიდან კიევში მიფრინავდა რამდენიმე დღის წინ ჩამოვარდა. თვითმხილველების თქმით, ჩამოვარდნამდე ის ცეცხლში იყო გახვეული, თუმცა, ირანი რაკეტის გამოყენებას უარყოფდა.
ექსპერტების მიერ გავრცელებულ დასკვნაში კი წერია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.
თუმცა, როგორც მოგვიანებით ირანმა აღიარა, თვითმფრინავს რაკეტა შეცდომით ესროლეს. მომხდარს 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინის სამგზავრო თვითმფრონავის ჩამოვარდნამდე ირანმა ერაყში მდებარე აშშ-ს ბაზებს რაკეტები ესროლა.