ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა 2020 წლის დადგომამდე ჯილდოები მიიღეს. ოფიციალურ მოწოდებულ ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ პირველმა მოადგილემ ალექსანდრე სურგულაძემ 2 600 ლარი მიიღო, მერის ორმა მოადგილემ _ ოსიკო თოთიბაძემ და ირაკლი სირაძემ _ 2400-2400 ლარი.
ჩოხატაურის და ლანჩხუთის მერის მოადგილეებს ე.წ. საახალწლო ჯილდოები და დანამატები არ მიუღიათ. ჯილდოები და დანამატები არ მიუღიათ, ასევე, გურიის სამივე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს.
როგორც მოწოდებული დოკუმენტებიდან ირკვევა, ყველაზე მეტი დანამატი და ჯილდო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაიცა.
“გურია ნიუსი“ ვრცელ მასალას საახალწლო ჯილდოებისა და დანამატების შესახებ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.