საფრანგეთში საპენსიო გაფიცვების მხარდასაჭერად ფრანგი სპაიდერ-მენი Total tower-ზე აძვრა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
Total 48 სართულიანი ცათამბჯენია პარიზში, ბიზნეს რაიონში.
57 წლის ალაინ რობერტი 100-ზე მეტ შენობაზეა ამძვრალი, მათ შორის სან ფრანცისკოში Golden Gate Bridge-ზე და ასევე, მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობაზე დუბაიში, Burj al Khalifa-ზე.
ის უმეტესად შენობებზე ნებართვის გარეშე ძვრება, რის გამოც, ხშირად აპატიმრებენ.