თეირანში დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, ცრემლმდენი გაზი გაუშვეს და ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ Deutsche Welle სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე დაყრდნობით წერს, თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ვიდეოს ავთენტურობა, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ საპროტეტსტო აქცია თეირანის თავისუფლების მოედანზე იმართება და როგორ იყენებენ სამართალდამცველები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტებს, ცრემლსადენ გაზს და ცეცხლსასროლ იარაღს.
Deutsche Welle ინფორმაციით, მკაცრად ჩაკეტილი მედია სივრცის გამო, ვერ ხერხდება დადგინდეს, ზუსტად თუ რა მდგომარეობაა ირანის დედაქალაქში თეირანის პოლიციის უფროსი კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაციას უარყოფს ირანში 8 იანვარს უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები ირანის სულიერი ლიდერის აითოლა ალი ხამენეისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების გადადგომას ითხოვენ. ირანში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. მან „ტვიტერზე“ ფარსისა და ინგლისურ ენებზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც თეირანს მოუწოდა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ იბრძოლონ: „ნუ დახოცავთ თქვენს მომიტინგეებს. თქვენ უკვე ათასობით ადამიანი მოკალით და დააპატიმრეთ. მთელი მსოფლიო გადევნებთ თვალს! ჩართეთ ინტენეტი და ნება მიეცით ადამიანებს თავისუფლად გამოთქვან პროტესტი. შეწყვიტეთ საკუთარი დიდებული ხალხის მოკვლა!“ _ წერს დონალდ ტრამპი.