ავსტრალიის ხანძრიდან ასული კვამლი დედამიწას შემოივლის. ამის შესახებ ნასა იუწყება.
სააგენტოში ამბობენ, რომ სწავლობენ თუ რა ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს კვამლმა სიმაღლეზე, კერძოდ, მოსალოდნელია თუ არა ატმოსფერული გაგრილება ან დათბობის პროცესი.
ნასა ასევე აღნიშავს, რომ კვამლმა შეცვლა ცის ფერი სამხრეთ ამერიკაში, ახალ ზელანდიაში.
ავსტრალიაში ტყის ხანძარს 28 ადამიანი ემსხვერპლა და 2 000-ზე მეტი სახლი დაიწვა.
ექსპერტების აზრით, ავტრალიაში ხანძრების უპრეცედენტო მასშტაბი და გამწვავება კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული.