ქურდობა თბილისში. გლდანში გამთენიისას ტექნიკის მაღაზია გაქურდეს.
წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია 20-მდე მობილური ტელეფონი. ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამოღებულია ვიდეო კამერების ჩანაწერები.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.