კორპორაცია Microsoft-მა Windows 7-ის მხარდაჭერა შეწყვიტა. შეწყვეტის მიზეზად კომპანიამ ოპერაციული სისტემის გამოსვლიდან 10 წელზე მეტი დროის გასვლა დაასახელა და მომხმარებლებს Windows 10-ზე გადასვლა ურჩია.
როგორც კომპანიაში ამბობენ, კომპიუტერები Windows 7-ზე იმუშავებს, თუმცა, მოძველებული ოპერაციული სისტემის მომხმარებლები უსაფრთხოების სისტემის განახლებებს აღარ მიიღებენ, რაც მათ კომპიუტერებში ვირუსების შეღწევისა და თანამედროვე კიბერუსაფრთხოების გამოწვევებთან გაუმკლავებლობის რისკს ზრდის.