ვიეტნამი – ყავის მომზადების დროს ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი ვიეტნამში კვერცხია, ასევე ვიეტნამელები მას ამატებენ რძესა და შაქარს.
ფინეთი – ადგილობრივი წესით მომზადებული ყველის ნაჭერი ყავის განუყოფელი ნაწილია.
იტალია – იტალიელები კლასიკურ ესპრესოს ლიმონის ნაჭერს ამატებენ.
არგენტინა – ძლიერ ყავას არგენტინელები ქაფიან რძეს ამატებენ. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს არის რძე ყავით და არგენტინელების საყვარელი სასმელია.
ესპანეთი – ეს არის ესპრესო შესქელებული რძით, რაც მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს.
მაროკო – ყავას მაროკოელები შავ პილპილს ამატებენ. ამ კომბინაციით უჩვეულო არომატს იღებენ.
ჰონგ კონგი – ადგილობრივები ყავას უჩვეულო რეცეპტით ამზადებენ, ჩაის ფოთლების გარდა ისინი ყავაში ამატებენ ცოტაოდენ რძესა და პილპილს.
საბერძნეთი – ბერძნები ყავას ამზადებენ ნაყინით, რძით და ყინულებიანი წყლით.
გერმანია – ეს არის ყავა ალკოჰოლით. გერმანელების ნაწილს უყვარს, როცა კოფეინს ცოტაოდენ რომს ამატებს.
სენეგალი – ჩვეულებრივი ყავა სენეგალელებისთვის პილპილის გარეშე წარმოუდგენელია.
თურქეთი – ყავა ნივრით და თაფლით.
იამაიკა – ფორთოხლის გარდა იამაიკური ყავის განსაკუთრებული ნაწილია მცირეოდენი რომი.