საჩხერის საფეხბურთო კლუბში 12-წლიანი საქმიანობის შემდეგ, სოსო ფრუიძემ „ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
ფრუიძემ Imedinews-თან სატელეფონო ინტერვიუს დროს, თავისი გადაწყვეტილება გადაღლილობით ახსნა და დაამატა, რომ მცირე შესვენების შემდეგ, შედარებით უფრო მაღალი დონის კლუბიდან შეთავაზების მიღების შემთხვევაში, მუშაობას განაახლებს.
ამ პოსტზე გამოცდილ სპეციალისტს ვახტანგ თურმანიძე შეცვლის, რომელიც გუნდში დღემდე ფრუიძის ასისტენტად მუშაობდა.
სოსო ფრუიძე „ჩიხურაში“ 2007 წლიდან მუშაობდა და მას შემდეგ მისი ხელმძღვანელობით გუნდმა საქართველოს სუპერთასი და საქართველოს თასი მოიგო.
ევროტურნირებზე კი ექვსჯერ გამოვიდა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე თურმანიძე სადებიუტო თამაშს კრისტალბეთ ლიგაში პირველ მარტს, სტუმრად „საბურთალოსთან“ გამართავს.