საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ღონისძიებისას ფიცი დადო.
“ვულოცავთ ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას! მოუთმენლად ველით საქართველოში მის ჩამოსვლას,“_წერია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ვებგვერდზე.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კელი დეგნანი საქართველოს ელჩად სექტემბერში დაასახელა, სენატმა კი დეგნანი თანამდებობაზე დეკემბერში დაამტკიცა.