ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება და აღიდგენს სასიცოცხლო ძალებს. 6 მარტივი რჩევა საშუალებას მოგცემთ, რომ დასვენებულმა და მოვლილმა გაიღვიძოთ.
ალოე ვერას ნიღაბი _ ალოე ვერა – უნიკალური მცენარეა, უამრავი სასაგებლო თვისებით. შეურიეთ მისი რბილობი და ლიმონის წვენი. ძილის წინ წაისვით სუფთა სახეზე, ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ.
კბილების გათეთრება _ თუ კბილების გათეთრებას შინ აპირებთ, კბილის პასტაზე ძილის წინ გახეხვამდე ცოტა სოდა დააყარეთ. იაფი და ეფექტური საშუალებაა.
ფეხების კრემი _ ვაზელინი და ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი ერთმანეთში შეურიეთ, ძილის წინ ფეხებზე წაისვით და წინდები ჩაიცვით. რამდენიმე დღეში კანი თქვენს ფეხებზე რბილი და აბრეშუმივით სრიალა გახდება.
ტუჩის ბალზამი _ თუ ზამთარში ტუჩის კანი გიშრებათ და გისკდებათ, ძილის წინ ქოქოსის ზეთი წაისვით.
მასაჟი _ დაძაბული დღის შემდეგ ხელების, ფეხების, მხრებისა და ზურგის მასაჟი გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას. მასაჟი გაიკეთეთ ქოქოსის ზეთით.
აბუსალათინის ზეთი წამწამებისა და წარბებისთვის _ საუკეთესოდ ატენიანებს კანს. ჯანსაღ იერს ანიჭებს წამწამებსა და წარბებს. სასურველია, სახეზე ან მაკიაჟამდე წაისვათ ან ძილის წინ. მოერიდეთ თვალში მოხვედრას.