მექსიკაში უსაფრთხოების ძალებსა და მიგრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა.
REUTERS-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა ამერიკელი მიგრანტების საწინააღმდეგოდ, რომლებიც მდიბარეზე გადასვლას და მექსიკაში არარეგალურად შეღწევას ცდილობდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
მაუწყებლის ინფორმაცით, შეხლა-შემოხლის დროს მცირეწლოვანი ბავშვები დაიკარგნენ.
მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით,დაკავებულია 402 მიგრანტი. ისინი საიმიგრაციო ცენტრებში არიან გადაყვანილი, სადაც საკვებს, წყალს და თავშესაფარს მიიღებენ. შემდეგ კი თუ მათი სამართლებრივი სტატუსის საკითხი ვერ მოგვარდება, მიგრანტებს სამშობლოში დააბრუნებენ.
მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებითვე, ბავშვების დაკარგვის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.