ლევან აკინის ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მორიგი წარმატება მოიპოვა.
შვედეთში,The Guldbagge Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, ის წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს. თავად რეჟისორი საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოვეს. მთავარი როლის შემსრულებელი, ლევან გელბახიანი კი ჟიურიმ საუკეთესო მსახიობად აღიარა.
.