მამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა. შემთხვევა რუსთავში მოხდა.
გარდაცვლილები ბინაში ოჯახის წევრმა ნახა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაზის, ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.