ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. აღნიშნულ სიახლეს ტვ25 ავრცელებს.
საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. ახალშობილები ამ დროისთვის ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ერთი გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია.
მეორე გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს.
რაც შეეხება ვაჟს – იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის.