საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ძეგლის ქუთაისში დადგმის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.
„საქართველომ თავისი არსებობის განმავლობაში უამრავი ქარტეხილი გამოიარა. მრავლად გვყავდნენ გამოჩენილი მამულიშვილები და ეროვნული გმირები , რომლებიც ქვეყნის ბედს წყვეტდნენ. თანამედროვე ქართული სახელმწიფო არსებობის რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. მეოცე საუკუნის ბოლოს, ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების კიდევ ერთი შანსი გაუჩნდა, რაშიც ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეროვნულ გმირს ზვიად გამსახურდას. მისი უდიდესი ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა, დამოუკიდებლობის მოპოვება და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძლზე ის გახდა სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი. ყველა ერის ვალდებულებაა, სათანადო პატივი მიაგოს სახელმწიფოს დამფუძნებელ მოღვაწეებს. ამ თვალსაზრისით, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ერთიანი საქართველოს პირველ დედაქალაქში იდგეს ქართული სახელმწიფოს პირველ პრეზიდენტის ზვიად გამსახურიდას ძეგლი,“_წერია პეტიციაში.