65 წლამდე კაცი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგოს გაუპატიურებისთვის დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით.
უწყების ცნობით, დაკავებულია 1955 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულის დაკავების შემდეგ, სოფელში დაზარალებულისა და დაკავებულის ახლობლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა და ადმინისტრაციული წესით სამი ადამიანი დააკავა.