კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე გარდაიცვალა. ის 77 წლის იყო.
გომარ სიხარულიძე წლების განმავლობაში პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალური კათედრის გამგე იყო.
მას დაწერილი აქვს არაერთი მუსიკალური ნაწარმოები როგორც ფორტეპიანოსთვის, ასევე კამერულ-ვოკალური და საგუნდო ნაწარმოებები.
მას ეკუთვნის საესტრადო სიმღერები – “იმერული ბალადა”, “გურია”, “დონ კიხოტი ზურიკელა”, “გაზაფხული”; შექმნილი აქვს მუსიკა სპექტაკლების, ანიმაციური ფილმებისა და მხატვრული კინოფილმებისათვის (“ჩარი–რამა”, “გამინაწილე სითბო”, “ყველაზე სწრაფები მსოფლიოში”).