ვებ-გვერდზე Change.org გამოჩნდა პეტიცია, რომელშიც ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტის გულშემატკივრები ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციას მოუწოდებენ, შეიცვალოს NBA-ს ლოგო და მასზე კობი ბრაიანტი გამოისახოს.
შეგახსენებთ, რომ 1969 წლიდან NBA-ს ლოგოზე ჯერი უესტის სილუეტია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ უკანასკნელმა აიყვანა 1996 წელს ბრაიანტი ლეიკერსში – უესტი მაშინ ლოს ანჯელესური კლუბის გენერალური მენეჯერი იყო. მან კობის მსგავსად მთელი თავისი პროფესიონალური კარიერა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის რიგებში გაატარა.
სოციალურ ქსელებში ახალი ლოგოს ვერსიები ვრცელდება.
ამ დროისთვის, პეტიციას უკვე 220 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. პეტიციაში მონაწილეობა ამ ლინკზეა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ავია კატასტროფაში დაიღუპნენ. კობის პირადი შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, მათთან ერთად, კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა.
წყარო: popsport.com