Reuters-ის ინფორმაციით, ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა 21-დე გაიზარდა, მას შემგდეგ, რაც ერთ-ერთი დაშავებული პიროვნება საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაშავებულ სხვა ადამიანებს ამ დრომდე მკურნალობენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, 18 ადამიანი დაიღუპა ახალ ზელანდიაში, 2 კი ავსტრალიის საავადმყოფოში.
ვულკანი ახალ ზელანდიაში გასულ თვეში ამოიფრქვა.