სამტრედიელმა ლუკა ტუღუშმა ბაქოში საქართველო წარადგინა.
2019 წლის 6 დეკემბერს გამოცხადებულ კონკურსში პროექტის ,,ეკონომიკის განვითარება სამტრედიაში” გამარჯვებული სამტრედიის ,,სკოლა-ცოდნის” მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა.
ლუკა 400 მოზარდთა შორის ერთ-ერთია, რომელიც 2020 წლის 24-26 იანვრის პერიოდში ბაქოს სტუმრობდა. ახალგაზრდების საქართველოდან გამგზავრება უზრუნველყო ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებამ”.
,,გურია ნიუსს” ლუკა ტუღუშმა ბაქოში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა:
,,პროექტის ,,გაიცანი მსოფლიო და განავითარე შენი რეგიონი” ფარგლებში მოვინახულეთ ბაქო. გავიცანით საქართველოს მეზობელი სახელმწიფოსა დასტრატეგიული პარტნიორის კულტურა. 26 იანვარს მოვაწყვეთ ფართომასშტაბიანი საღამო- ,,ქართული დღეები აზერბაიჯანში”. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე და საელჩოს თანამშრომლები. მოგვესალმა ელჩი, რომელმაც თავის გამოსვლაში მოკლედ მიმოიხილა ორ მეზობელ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და წარმატებები გვისურვა საქართველოდან ჩასულ ახალგაზრდებს. გაიმართა გრანდიოზული კონცერტი, სადაც მე, როგორც ,,იქს ფაქტორელმა” შევასრულე სიმღერა და ქართული ცეკვით ჩემი ქვეყანა აზერბაიჯანში წარვადგინე”,_გვითხრა ლუკა ტუღუშმა.